საფრანგეთის გრანპრი გაუქმებულია, ბრიტანეთის გრანპრი უმაყურებლოდ გაიმართება
საფრანგეთის გრანპრი გაუქმებულია, ბრიტანეთის გრანპრი უმაყურებლოდ გაიმართება

ცნობილი გახდა ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონის დეტალები კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

„ფორმულას“ ოფიციალურ ვებგვერდზე იტყობინებიან, რომ 28 ივნისს დაგეგმილი საფრანგეთის გრანპრი გაუქმებულია. ადრე ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ივლისის შუა რიცხვებამდე მასობრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ.

Motorsport.com-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის გრანპრის ჩატარება 19 ივლისს ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ თუ რბოლა გაიმართება, აუცილებლად მაყურებლების გარეშე.

ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი ჯერ არ დაწყებულა – ცხრა სასტარტო გრანპრი გაუქმებულია ან გადადებული.

თუ ორგანიზატორებს ეტაპის გადადება აღარ მოუწევთ, მაშინ სეზონი 5 ივლისს აიღებს სტარტს.