საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერები ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას ყველა ზომაზე, რომელიც ვენის შეთანხმებას ეწინააღმდეგება
საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერები ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას ყველა ზომაზე, რომელიც ვენის შეთანხმებას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მიღებული ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ერთგული რჩებიან და ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას ყველა ზომაზე, რომელიც ვენის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ელისეს სასახლე ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი კვლავ მზად არიან თეირანთან დიალოგისთვის, რათა რეგიონში სტაბილურობა შეინარჩუნონ.

ლიდერების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ირანი დაუბრუნდეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.