საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ „დიდმა შვიდეულმა“ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღსადგენად 260 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვა

22:48, 15.10.2026

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის როლანდ ლეკიურის განცხადებით, „დიდმა შვიდეულმა“ უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღსადგენად 260 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვა.

მისივე თქმით, სადგურის სრულ აღდგენას, სავარაუდოდ, დაახლოებით 500 მილიონი ევრო დასჭირდება.

ლეკიურმა ასევე განაცხადა, რომ G7-მა, რომელიც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ-ისა და ევროკავშირისგან შედგება, ასევე 2.2 მილიარდი ევრო გამოყო ნივთიერებებისთვის, რომლებიც ელექტროსადგურის აღდგენისთვის არის საჭირო.

„დიდი შვიდეულის“ წევრებმა ასევე მოუწოდეს სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, შეუერთდნენ ძალისხმევას და წვლილი შეიტანონ დარჩენილი დაფინანსების შეგროვებაში.

ცნობისთვის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, რომელიც კიევიდან 110 კილომეტრში მდებარეობს, ამჟამად უმოქმედოა. ელექტროსადგურზე კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა.

მსგავსი