საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე დაკავებული პოსტიდან გადააყენეს. ასეთი გადაწყვეტილება აღმასკომის საგანგებო სხდომამ მიიღო. ვიდრე ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, ფედერაციას ფილიპ დიალო უხელმძღვანელებს.

ამასობაში, საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ამელი უდეა-კასტერმა ფეხბურთის ფედერაციაში აუდიტორული შემოწმების ბრძანება გასცა.

შეგახსენებთ, რომ ნოელ ლე გრესთან დაკავშირებით უკმაყოფილება მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან ზინედინ ზიდანის შესახებ უარყოფითად ისაუბრა. „ზიდანი, შეიძლება, ბრაზილიის ნაკრებში დაინიშნოს? ჩემთვის სულერთია. რომ დამირეკოს, რას ვიზამ? შანსი არ აქვს – არც კი ვუპასუხებ“, – განაცხადა ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა.