საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - დეშამი კარგად მუშაობდა, ვფიქრობ, შევთანხმდებით #1TVSPORT
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - დეშამი კარგად მუშაობდა, ვფიქრობ, შევთანხმდებით #1TVSPORT

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ეროვნულ ნაკრებში მის მომავალს განიხილავს.

„თუ მას არ სურს დარჩენა, მაშინ საუბარი ხანმოკლე იქნება. თუ მას დარჩენა სურს, დისკუსიები უფრო გახანგრძლივდება. ვაპირებთ, ერთად გავატაროთ გარკვეული დრო, რომ ვისაუბროთ კატარში მომხდარსა და მის სურვილებზე. უკვე ვფიქრობთ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. დიდიემ კარგად იმუშავა, მას აქვს პრიორიტეტი და ვფიქრობ, ჩვენ შევთანხმდებით“, – განაცხადა ლე გრემ Ouest-France-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კატარში დასრულებული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები არგენტინასთან პენალტების სერიაში დაამარცხა (3:3, 4:2) და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა.