საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ „სენტ-ეტიენისა“ და „ლიონის“ მატჩის არბიტრის გადაწყვეტილება გააკრიტიკა #1TVSPORT
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ „სენტ-ეტიენისა“ და „ლიონის“ მატჩის არბიტრის გადაწყვეტილება გააკრიტიკა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენისა“ და გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ (2:1) მატჩის დროს კორენთინ ტოლისოს წინააღმდეგ მასპინძელთა თავდამსხმელის, ლუკას სტასინის უხეშობაზე შეხვედრის არბიტრის, ფრანსუა ლეტექსიეს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვონი რეაქცია მოჰყვა.

სურათზე, რომელიც „ლიონის“ ნახევარმცველმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, აშკარად ჩანს, რომ სტასინმა მას ფეხი უხეშად ჩაარტყა და გაძევებას იმსახურებდა, მაგრამ არბიტრი მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა. ტრავმირებული ტოლისო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, სტასინმა კი თამაში გააგრძელა და დუბლი შეასრულა.

ტოლისოს პოსტის საპასუხოდ, „სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრებმა რვა წლის წინანდელი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადც ჩანს, რომ 2017 წელს, „ბაიერნში“ გადასვლამდე, როდესაც ტოლისო კარიერას „ლიონში“ იწყებდა, არანაკლებ უხეშად ეთამაშა „სენტ-ეტიენის“ მოთამაშეს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა ActuFoot-ი წერს, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის საარბიტრაჟო ორგანომ მომენტზე იმსჯელა და დაასკვნა, რომ მსაჯს ლუკას სტასინი უნდა გაეძევებინა.

„მსაჯის თავდაპირველი გადაწყვეტილება, როდესაც უხეშობისთვის წითელი ბარათი გამოიყენა, სწორი იყო და არ უნდა გაუქმებულიყო“, – აღნიშნულია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის საარბიტრაჟო ორგანოს განცხადებაში.