საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

ესპანური გამოცემის, „მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია და ზინედინ ზიდანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის პოსტი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სწორედ ზიდანმა დაიკავოს, რომელიც ბოლოს მადრიდის „რეალს“ ავარჯიშებდა.

წყაროს ცნობით, ზიდანის კონტრაქტის ამოწურვის ვადა დაკონკრეტებული არ იქნება და მას თანამდებობის დატოვება ნებისმიერ დროს შეეძლება.

ამჟამად საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დიდიე დეშამი წვრთნის, რომელიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებს დაემშვიდობება.

რაც შეეხება ზიდანს, მან „რეალთან“ ერთად სამჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ორჯერ ლა ლიგა მოიგო.