საფრანგეთის ელჩი - კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში
საფრანგეთის ელჩი - კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში

კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა კიბერუსაფრთხოების პირველ ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თბილისში იმართება.

„თავდაცვა და უსაფრთხოება ბევრ სფეროს მოიცავს. კიბერუსაფრთხოება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ ძალისხმევაში ყველა დასავლელი პარტნიორი საქართველოს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ იყო დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანი. რისკები მრავალი ფორმით არსებობს, რისთვისაც საქართველო მზად უნდა უყოს. ამისთვის ყველა ერთად ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, დავიცვათ საქართველოს დემოკრატია, თავისუფალი და ღია საზოგადოება, რომელიც არსებობს საქართველოში და დასავლეთ ევროპაში. სწორედ ამიტომ, მივისწრაფით ამის მხარდაჭერისკენ. ამაყი ვართ, რომ ვესწრებით ამ ღონისძიებას.

საუკეთესო თავდაცვა მზაობაა, რომ იყო კარგად მომზადებული და დღეს ეს კონფერენციაზე სწორედ ამას ეძღვნება, რომ კოორდინირებულად დავეხმაროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. ძლიერი კიბერუსაფრთხოების პირობებში თავდასხმის რისკები მცირდება“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

დატოვე კომენტარი