საფრანგეთის ელჩი - კარგია, რომ პარტიებმა შეძლეს ერთად დასხდომა და იმედია, ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოსთვის კარგი უნდათ, იპოვიან გამოსავალს, რათა შეთანხმდნენ და წინ წავიწიოთ
საფრანგეთის ელჩი - კარგია, რომ პარტიებმა შეძლეს ერთად დასხდომა და იმედია, ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოსთვის კარგი უნდათ, იპოვიან გამოსავალს, რათა შეთანხმდნენ და წინ წავიწიოთ

კარგია, რომ პარტიებმა შეძლეს ერთად დასხდომა და იმედია, ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოსთვის კარგი უნდათ, იპოვიან გამოსავალს, რათა შეთანხმდნენ და წინ წავიწიოთ, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

კოლასი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო, რომ შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვია საქართველოს და ეს სასარგებლო ვიზიტი იყო. ამან აჩვენა, რომ ევროპა საქართველოზე ზრუნავს და რომ გვაღელვებს ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

ახლა მიმდინარეობს მედიაციის პროცესი. ეს ძალიან კარგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთად დასხდომა და წინადადებების წარდგენა. ყველა პარტია ადასტურებს პოზიციას, რომ მზად არის, კომპრომისისთვის იმუშაოს. იმედი მაქვს, წარმოდგენილი წინადადებები და გამოსავლის გზები, რომელიც ბევრმა ორგანიზაციამ წარმოადგინა, ბევრ იდეას აერთიანებს და ის ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოსთვის უკეთესი სურთ, აუცილებლად იპოვიან გამოსავალს, რათა ყველა შეთანხმდეს და წინ წავიწიოთ.

ბევრი გამოწვევა არსებობს მსოფლიოში და საქართველოს ნამდვილად სჭირდება, მთელი ენერგია ჩადოს ამ გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ მზად ვართ, ამ გზაზე საქართველოს მხარი დავუჭიროთ. მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება“, – აცხადებს დიეგო კოლასი.