საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაცია მოთამაშეებს 35 მილიონი ევროთი დაეხმარება

10:04, 11.04.2020

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ დაამტკიცა სპორტის ამ სახეობის დახმარებისა და აღდგენის გეგმა იმ კრიზისის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული. გეგმის ღირებულება 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული, – იტყობინება ორგანიზაციის ვებგვერდი.

ამ თანხით უნდა დაეხმარონ კრიზისის გამო სერიოზულ ფინანსურ პრობლემებში მყოფ საჩოგბურთო კლუბებს, დამოუკიდებელ პროფესიონალ მწვრთნელებს, პროფესიონალ მოთამაშეებს, საერთაშორისო მსაჯებსა და ფრანგული ტურნირების ორაგნიზატორებს.

შეგახსენებთ, რომ ყველა ეგიდით საჩოგბურთო ტურნირები 13 ივლისამდეა შეჩერებული.

მსგავსი