საფრანგეთის ჩემპიონატში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „რეიმსს“ დაუზავდა #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „რეიმსს“ დაუზავდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში „რეიმსს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.

ლიონელებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და მე-7 წუთზე ანგარიში გახსნეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ საიდ ბენრაჰმას გოლი გააუქმა. თუმცა 38-ე წუთზე, ალექსანდრ ლაკაზეტის პასის შემდეგ რაიან ჩერკიმ თავური დარტყმით „ლიონი“ მაინც დააწინაურა. „რეიმსმა“ 55-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. სტუმრების შეტევა უმარ დიაკიტემ დააგვირგვინა.

გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე გამოჩნდა. ამ მცირე პერიოდში საქართველოს ნაკრების ბომბარდირს თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია.

12 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 19 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა.