საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა #1TVSPORT
Didier DROGBA - 10 Ousmane DEMBELE (psg) during the 2026 UNFP Trophy ceremony at Palais Brongniart on May 11, 2026 in Paris, France. (Photo by FEP/Icon Sport)
პარიზში გაიმართა საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული საბჭოს (UNFP) ვერსიით 2025-26 წლების სეზონის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია.
ზედიზედ მეორედ საფრანგეთის ლიგა1-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა უსმან დემბელე. „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა ამ ნომინაციაში აჯობა ვიტინიას (პსჟ), ნუნუ მენდეშს (პსჟ), მეისონ გრინვუდსა (მარსელი) და ფლორიან ტოვენს (ლანსი).
შეადგინეს სეზონის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც მოხვდნენ:
რობინ რისერი (ლანსი) – აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ვილიან პაჩო (პსჟ), მალანგ სარი (ლანსი), ნუნუ მენდეში (პსჟ) – მამადუ სანგარე (ლანსი), კორენტენ ტოლისო (ლიონი), ვიტინია (პსჟ) – ფლორიან ტოვენი (ლანსი), უსმან დემბელე (პსჟ), მეისონ გრინვუდი (მარსელი).
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა დეზირე დუე (პსჟ), საუკეთესო მეკარე – რობინ რისერი (ლანსი), საუკეთესო მწვრთნელი – პიერ საჟი (ლანსი).
საუკეთესო ფრანგი მოთამაშე, რომელის საფრანგეთის ფარგლებს გარეთ თამაშობს, გახდა „ბაიერნის“ გარემარბი მაიკლ ოლისე, რომელმაც ამ ნომინაციაში დაამარცხა „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე.