საფრანგეთი, რუმინეთი, ესპანეთი და გერმანია ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირზე ითამაშებენ

13:07, 25.06.2019

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და გაირკვა ოთხივე ნახევარფინალისტი. შესაბამისად, ცნობილია ის ოთხი გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპიდან ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და რუმინეთი, და სწორედ ეს გუნდები წარადგენენ ევროპას ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე.

ევრო 2019-ის ნახევარფინალები 27 ივნისს გაიმართება. გერმანია რუმინეთს შეხვდება, ესპანეთი – საფრანგეთს.

ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წელს 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე ჩატარდება.

მსგავსი