საფრანგეთი ლიდერია მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებების რეიტინგში #1TVSPORT
გამოქვეყნდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებების რეიტინგი.
გამოცემა The Touchline-ის მიერ შედგენილ სიაში პირველ ადგილზეა საფრანგეთის ნაკრები, რომლის შემადგენლობის ღირებულება 1.47 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ამ გუნდის სამი წამყვანი ფეხბურთელის ფასებს: კილიან მბაპე – 200 მილიონი ევრო, მაიკლ ოლისე – 150 მილიონი, უსმან დემბელე – 100 მილიონი.
რეიტინგში მეორე ადგილზეა ინგლისის ნაკრები 1.32 მილიარდი ევროს მაჩვენებლით. ტოპხუთეულში ასევე არიან: ესპანეთი – 1,27 მილიარდი, გერმანია – 1,01 მილიარდი და პორტუგალია – 965 მილიონი.