საფრანგეთი კარანტინის შემსუბუქებას 19 მაისიდან გეგმავს
საფრანგეთი კარანტინის შემსუბუქებას 19 მაისიდან გეგმავს

საფრანგეთის ხელისუფლება ღამით დაწესებულ კომენდანტის საათს შეამსუბუქებს და 19 მაისიდან ადგილობრივ კაფე-ბარებსა და რესტორნებს ღია სივრცეებში მომსახურების გაწევის ნებართვას მისცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France24 ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეზღუდვები იმის მიუხედავად შემსუბუქდება, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე წინა ორი ლოკდაუნისას. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ადგილობრივი ბიზნესისა და საზოგადოების ზემოქმედების ქვეშაა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ვაქცინაციის დაწყების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

არსებული გეგმის მიხედვით, 19 მაისიდან კომენდანტის საათი 21:00 საათამდე, ხოლო 23 ივნისიდან 23:00 საათამდე გადაიწევს. 30 ივნისიდან კი, სრულად გაუქმდება.

მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები 19 მაისიდან გაიხსნება. უცხოელ ტურისტებს, რომელთაც ჯანმრთელობის სპეციალური საშვი ექნებათ, 9 ივნისიდან შეძლებენ საფრანგეთში ვიზიტს.