საფრანგეთი-ესპანეთის ნახევარფინალზე სალვადორელი არბიტრები დანიშნეს #1TVSPORT

12:02, 13.07.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა არბიტრები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალზე იმუშავებენ.

საფრანგეთისა და ესპანეთის ნახევარფინალს სალვადორელი მსაჯები მოემსახურებიან:

მთავარი არბიტრი: ივან ბარტონი

პირველი ასისტენტი: დავიდ მორანი

პირველი ასისტენტი: ანტონიო პუპირო

მეოთხე მსაჯი იქნება შვედი გლენ ნიუბერგი, სარეზერვო ასისტენტი ასევე შვედი მაჰბოდ ბეიგი.

საფრანგეთსა და ესპანეთს შორის ნახევარფინალი 14 ივლისს გაიმართება. თბილისის დროით დაწყების დრო 23 საათია.

მსგავსი