საფრანგეთი ერთა ლიგის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ერთა ლიგის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ესპანეთი დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი იოარსაბალმა ანგარიში 64-ე წუთზე გახსნა და ესპანეთის ნაკრები წინ გაიყვანა – 1:0. მალევე, 67-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის ბედი საწყის პოზიციაზე დააბრუნა.

საფრანგეთის გამარჯვების მომტანი გოლი კი მე-80 წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა. ფრანგების ახალგაზრდა ვარსკვლავი თამაშგარე მდგომარეობის ზღვარზე თამაშობდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი დააფიქსირა და საფრანგეთის ნაკრებმა ერთა ლიგის ჩემპიონობა იზეიმა.