საფრანგეთი აფრიკაში ჯიჰადისტებთან საბრძოლველად დამატებით 220 სამხედროს გაგზავნის
საფრანგეთი აფრიკაში ჯიჰადისტებთან საბრძოლველად დამატებით 220 სამხედროს გაგზავნის

საფრანგეთი აფრიკაში ჯიჰადისტებთან საბრძოლველად დამატებით 220 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ჯარისკაცები გაერთიანებული ძალების ცენტრს შეუერთდებიან და საჰელის ზონაში მიმდინარე ოპერაცია „ბარხანში“ მიიღებენ მონაწილეობას.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ აფრიკიდან ამერიკული ძალების გასვლა „ცუდი ამბავი“ იქნება და შეეცდება, დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ოპერაცია „ბარხანის“ ფარგლებში, საფრანგეთი ბურკინა-ფასოსთან, მალისთან, მავრიტანიასთან, ნიგერთან და ჩადთან თანამშრომლობს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციაში 4.5 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.