საფინა და ბერულავა პეკინის ოლიმპიადას მიუახლოვდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
საფინა და ბერულავა პეკინის ოლიმპიადას მიუახლოვდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ობერსდორფში 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის საგზურების მოსაპოვებლად მოკლე პროგრამით იასპარეზეს სპორტულმა წყვილებმა. ოლიმპიადის დარჩენილი 3 საგზურის მისაღებად 15 ქვეყნის 16-მა სპორტულმა წყვილმა წარმოადგინა თავისი მოკლე პროგრამა.

ქართველთა წყვილმა კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ, პრაქტიკულად, უშეცდომოდ შეასრულა რთული პროგრამა და 16 მონაწილეს შორის 66,46 ქულით სატურნირო ცხრილში 1 ადგილზეა, რაც თავისუფალი პროგრამის წინ სერიოზული განაცხადია სპორტულ წყვილებში პეკინის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად.

თავისუფალი პროგრამა 24 სექტემბერს, 22:00 საათზე დაიწყება.