საფეხურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გვაქვს და გვინდა, „ფეოლას“ ფილიალი ბათუმში გავხსნათ #1TVSPORT
საფეხურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გვაქვს და გვინდა, „ფეოლას“ ფილიალი ბათუმში გავხსნათ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთი ტაიმაუტში“ გიორგი დევდარიანმა მისა და თემურ ფოცხვერიას მიერ დაარსებული ინდივიდუალური მომზადების ცენტრის, „ფეოლას“ გაფართოებისა და რეგიონებში ფილიალების გახსნის გეგმებზე ისაუბრა.

„გვინდა, რომ ბავშვებს თავიდანვე ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსები ავათვისებინოთ და ამით დავეხმაროთ. თუ ვინმე მაღალ დონეზე ითამაშებს, ამ დეტალების ცოდნა აუცილებლად დაეხმარება.

ვცდილობთ, „ფეოლას“ შესაძლებლობების ფარგლებში მაქისმუმი გავაკეთოთ. ბედნიერი ვიქნები, თუ მომზადების ცენტრის ფილიალები რეგიონებშიც გაიხსნება, ფედერაციამ ხელფასი გადამიხადოს და ეს პროექტი იყოს უფასო.

სიახლეა, რომ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტთან, არჩილ ბერიძესთან აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს, რათა „ფეოლას“ ფილიალი ბათუმში გავხსნათ და იქაურ მწვრთნელებთან ერთობლივი პროექტი განვახორციელოთ.

შესაძლოა, ფილიალები სხვა რეგიონშებიც ჩამოვაყალიბოთ. ეს კომერციული პროექტია, მაგრამ ნიჭიერი და სწრაფი ბავშვი თუ გამოჩნდება, რომელსაც თანხის გადახდის საშუალება არ ექნება, პირდაპირ ვამბობ, მოვიდეს და გადასახადისგან გათავისუფლებული იქნება“, – ამბობს გიორგი დევდარიანი.