საფეხბურთო ტრილერი თბილისურ დერბიში - დინამომ ლიდერი საბურთალო დაამარცხა (ვიდეო)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური უხვგოლიანი და სანახაობრივი შეხვედრით დასრულდა – დინამო არენაზე თბილისის დინამომ საბურთალოს უმასპინლა და დაძაბულ ბროლაში დაამარცხა.

ანგარიში მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა საბურთალომ გახსნა, მაგრამ 20 წუთში ლევან კუტალიან ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი კოხრეიძემ გარდასახა გოლად, ტაიმის მიწურულს კი ისევ ლევან კუტალია მოევლინა დინამოს მხსნელად და ანგარიში მეორედ გაათანაბრა.

მეორე ტაიმში დინამოელებმა მეტოქეს აჯობეს. ლევან კუტალიამ 79-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. მართალია, მეორე ყვითელი ბართის გამო აკაკი შულაია (86) მოედნიდან გააძევეს, მაგრამ ფრან კარბიამ (90+3) საბურთალოს კარი მეოთხედაც აიღო და დინამომ 4:2 გაიმარჯვა.

საბურთალო მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, მაგრამ 12 ქულით მაინც ლიდერია, დინამომ კი მასთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.