„საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსკლუზივი | მამარდაშვილის ამბავს მალე გაიგებთ და ჩაკვეტაძეც აუცილებლად წავა - რა ინფორმაციას ფლობს „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი #1TVSPORT
„საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსკლუზივი | მამარდაშვილის ამბავს მალე გაიგებთ და ჩაკვეტაძეც აუცილებლად წავა - რა ინფორმაციას ფლობს „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საკამოდ ღიად მიანიშნა, რომ გიორგი მამრდაშვილის „ვალენსიიდან“ წასვლა რეალურია, მისი თქმით, ყევლაფერი მალე გაცხადდება.

„არ შეიძლება, არ მახარებდეს ის ამბავი, რაც ჩვენი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელების თავს ხდება იტალიასა და ესპანეთში. ჩემთვის ცნობილია, რომ ძალიან მალე ყველა გავიგებთ გიორგი მამარდაშვილის ამბავს – სად გააგრძელებს კარიერას. ეს ჩვენთვისაც ძალიან სერიოზული ნაბიჯი იქნება.

ძალიან მინდა, რომ ჩაკვეტაძე ზაფხულში კარგ გუნდში გადავიდეს და ამაზეც მიდის მუშაობა, რაშიც ნაწილობრივ მეც ვარ ჩართული. არის თუ არა სლოვაკეთიდან მისი წასვლის შანსი? ეს აუცილებლად მოხდება, გიორგი კარგ გუნდს იმსახურებს. მადლობა მინდა, ვუთხრა ვლადიმირ ვაისს, მისი დამსახურებაა, რომ ენდო და ფორმის აღდგენაში დაეხმარა. ახლა მთავარია, ჩაკვეტაძემ ნახოს ის გუნდი, სადაც სრულად გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, გიორგის საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია.

მართალი გითხრათ, იმედი მქონდა, რომ ნორვეგიასთან თამაშის საშუალება მიეცემოდა, მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მინდა, ვილი სანიოლს მადლობა გადავუხადო გაბრიელ სიგუას გამო – შენიშნა ეს ფეხბურთელი და ნაკრებში გამოიძახა“, – ამბობს რომან ფიფია.