საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „ვესტ ჰემთან“ მოგება იმის მაგალითია, როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა გასვლითი შეხვედრა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „ვესტ ჰემთან“ მოგება იმის მაგალითია, როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა გასვლითი შეხვედრა #1TVSPORT

ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში, 1981 წლის 4 მარტს ლონდონში გამართული თამაში გაიხსენა, რომელშიც თბილისის „დინამომ“ „ვესტ ჰემი“ 4:1 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდამ ამ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, წინ უნდა ვიყურებოდეთ და მარტის მატჩებში საქართველოს ნაკრების დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს თბილისის „დინამო“ მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ითვლებოდა.

მინდა, „ვეტს ჰემთან“ მატჩი გავიხსენოთ. ჩემი აზრით, ეს თამაში მაგალითია იმისა, როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა გასვლითი შეხვედრა.

იცით, რაში იყო ნოდარ ახალკაცი მაგარი? „ვესტ ჰემს“ ინგლისში ვეთამაშებოდით და შემადგენლობა და სათამაშო სქემა არ შეუცვლია – საკუთარ მოედანზეც და სტუმრადაც 4-3-3 სქემით ვითამაშეთ. შედეგიც გამოჩნდა – ლონდონში ოთხი გოლი გავიტანეთ, რაც იოლი საქმე არ იყო“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.

ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებისა და ლუქსემბურგის მატჩის მოახლოებამდე „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ ისტორიულ გამარჯვებებზე ისაუბრებენ – მიზანი გულშემატკივრებში განწყობილების ამაღლება და ლეგენდარული ფეხბურთელებისა და თბილისის „დინამოს“ თამაშების გახსენებაა.