საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი – საქართველოს ნაკრებს ჩაკვეტაძის არყოფნა დაეტყო #1TVSPORT

19:20, 29.11.2025

ვლადიმერ გუცაევმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნა იყო.

„საქართველოს ნაკრებზე საუბარი ყოველთვის აქტუალურია. ნოემბრის მატჩების შემდეგ გულშემატკივარს ბევრი კითხვა გაუჩნდა როგორც გუნდის, ასევე მთავარი მწვრთნელის მიმართ.

ჩაკვეტაძის არყოფნა დიდი დანაკლისი იყო. ის არის მოთამაშე, რომელიც ბურთით სწრაფად გადადის წინ და სწორად წარმართავს შეტევას. ძალიან ზუსტ გადაცემებს ასრულებს და შეტევის დინამიკას ამწვავებს.

როგორც კი ჩაკვეტაძე გამოგვაკლდა, მყისიერად დიდი პრობლემები შეგვექმნა კონტრშეტევების ორგანიზებაში – იმ კომპონენტში, სადაც ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ძლიერები ვიყავით. სამწუხაროდ, მისი შემცვლელი ვერ გამოჩნდა“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.

მსგავსი