საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - საქართველოს ნაკრების წინაშე კონკრეტული ამოცანაა, გავიდეს ევრო 2024-ზე #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - საქართველოს ნაკრების წინაშე კონკრეტული ამოცანაა, გავიდეს ევრო 2024-ზე #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა 2023 საფეხბურთო წელი შეაფასა და ეროვნული საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

„მწვრთნელის მუშაობა შედეგით ფასდება. სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას – გავიდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ამისთვის, მარტში ორი თამაშია – ლუქსემბურგთან ნახევარფინალი და იმედია, შემდეგ ფინალი. შენ თუ მოიგე ორივე თამაში და გახვედი, წარმატებული და კარგი მწვრთნელი ხარ, მაგრამ თუ ვერ გახვედი, გამოდის, რაღაცაშია საქმე.

რატომ ვერ ვიგებთ გადამწყვეტ თამაშებს? საქმე ოსტატობაშია. დიდ გუნდებს რომ ვუყურებ, კარგად თამაშობენ ერთი შეხებით, ბურთს როგორ იჭერენ. დასამალი არაა, ჩვენი ფეხბურთელები ჯერ ამას ვერ აკეთებენ. ცალკე თემაა პრესინგი. მოკლედ, ბევრი რამ გვაკლია და უნდა მოვუმატოთ“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.