საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - სანიოლის ხელში ნაკრები ძალიან ლამაზად ათამაშდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - სანიოლის ხელში ნაკრები ძალიან ლამაზად ათამაშდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

„საქართველოს ნაკრები მართლაც ძალიან ლამაზ და მომხიბვლელ ფეხბურთს თამაშობს – სამ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, თანაც ისეთ გუნდებთან, როგორებიც ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთია. შესაძლოა, გიბრალტართან ამას მოველოდით, მაგრამ 4 გოლის გატანა მაინც ძნელი იყო.

– გასახარი ისაა, რომ სანიოლი სულ შემტევ შემადგენლობას აყენებს. შეცვლაზეც ვინც გამოჰყავს, აქცენტი მაინც შეტევაზე აქვს. ასე იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან და წინა თამაშებშიც.

– კვარაცხელიაზე რა შემიძლია თქვა – „ნაპოლიში“, სადაც ხვიჩა გადადის, თუ მიიღეს, დამთავრდა, შემდეგ მათი კუმირი გახდება. და თუ არ მიიღეს, შემდეგშიც ასეთი დამოკიდებულება ექნებათ. ასე იყო მარადონა, ჩავიდა და ეგრევე „ნაპოლის“ ტიფოზებისთვის ლამის ღმერთი გახდა. ასე შეიძლება ხვიჩა ჩავიდეს და ერთ-ორ თამაშში უცბად აღიარონ.

– ნებისმიერი კლუბი აიღე, თუ ლიდერი და ინდივიდუალურად ძლიერი ვარსკვლავი არ ჰყავს, ბევრი ვერაფერი იქნება. რონალდოსა და მესიზე ვიცით, რომ ფეხბურთით ცხოვრობენ. ამას ჩვენი ბიჭები კითხულობენ და იციან, როგორ უნდა იცხოვრონ, პროფესიონალურ დონეზე რომ ითამაშონ“.