საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - სანიოლი შემადგენლობას ხშირად ცვლის, ნაკრებში კი ბირთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - სანიოლი შემადგენლობას ხშირად ცვლის, ნაკრებში კი ბირთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა, ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ შეხვედრებზე ისაუბრა და წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად შემადგენლობის ხშირი ცვლა დაასახელა.

„საქართველოს ნაკრებისგან გულშემატკივარი ბევრს ელოდება. ერთა ლიგაზე გუნდი კარგად თამაშობს და იგებს, მაგრამ როგორც კი შედარებით ძლიერ გუნდს ხვდება, უჭირს. ვერ ვიტყვი, რომ შოტლანდია და ნორვეგია ევროპაში ტოპგუნდები არიან, მაგრამ მათთან თამაშის დროს საქართველოს ნაკრები უსუსური ჩანს.

ვილი სანიოლი შემადგენლობას ხშირად ცვლის. ერთი თამაშის შემდეგ შვიდი ახალი ფეხბურთელი დააყენა. არადა, ნაკრებში ძირითადი ბირთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

ალბათ, იმ აზრამდე მივედით, რომ  საქართველოს ნაკრები ჯერ გრანდებს ბევრად ჩამორჩება. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ წარმატებას ერთა ლიგის საშუალებით მივაღწიოთ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვლადიმერ გუცაევმა.