საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „პარი სენ-ჟერმენში“ ჩვენი ხვიჩა თამაშობს და ყველანი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ველოდებით  #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „პარი სენ-ჟერმენში“ ჩვენი ხვიჩა თამაშობს და ყველანი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ველოდებით #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ისა და მილანის „ინტერის“ მოახლოებულ შეხვედრაზე თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ისაუბრა.

„დღეს ფეხბურთში მთავარი თემა, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ასეთი დიდი ტურნირი არ არსებობს. მით უფრო იმის გამო, რომ ერთ-ერთ ფინალისტ გუნდში, „პარი სენ-ჟერმენში“ ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და ყველა ამ თამაშის მოლოდინშია.

შეუძლებელია, „ბარსელონას“ უყურო და ამ გუნდს არ გულშემატკივრობდე. ჩემთვის ეს საუკეთესო გუნდია და ველოდებოდით, რომ ფინალში გავიდოდა, მაგრამ გავიდა „ინტერი“ – ასეთია ფეხბურთი.

სხვათა შორის, წინა ფინალში „მანჩსტერ სიტი“ „ინტერს“ რომ შეხვდა, გვეგონა, ინგლისელები იოლად მოიგებდნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ. ამიტომ ახლაც ძალიან დაძაბული თამაში გველის“.