საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ნაკრების ყველა მწვრთნელი თაობათა ცვლაზე ლაპარაკობს, შემადგენლობა უნდა დასტაბილურდეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ნაკრების ყველა მწვრთნელი თაობათა ცვლაზე ლაპარაკობს, შემადგენლობა უნდა დასტაბილურდეს #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდამ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთი ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან შეხვედრა შეაფასა.

„ამდენი თამაში ჩავატარეთ და გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა და სპეციალისტებმა ძირითადი შემადგენლობა მაინც ვერ გავიგეთ. აუცილებელია, ჩამოყალიბდეს შემადგენლობის ბირთვი, მაგრამ ეს არ ჩანს.

შოტლანდიასთან შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელებიც იყვნენ, ვისაც წინა თამაშებში მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაძლოა, ეს კარგიც იყოს, მაგრამ თუ სანიოლი მარტშიც ასე აპირებს გაგრძელებას, მგონია, რომ 2024 წელსაც არაფერი გამოგვივა.

მარტამდე ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა უნდა იცოდნენ, ვინ მოიაზრება ნაკრების ბირთვში. როდესაც ფეხბურთელმა იცის, რომ შემადგენლობის წევრია, სულ სხვა მოტივაციით, განწყობითა და თავდაჯერებულობით ემზადება. ნაკრებში ამას ვერ ვხედავ.

იცით, რა მიკვირს? ნაკრებში რამდენი მწვრთნელი შეიცვალა და ყველა ამბობს, რომ თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ჩემს პერიოდშიც იყო ასეთი პროცესი, მაგრამ ნოდარ ახალკაცმა სტაბილური შემადგენლობა დააყენა. პრობლემა იყო საყრდენი ნახევარმცველი და ქუთაისის „ტორპედოდან“ თენგიზ სულაქველიძე ჩამოიყვანა. ახლანდელი ნაკრებიც ხომ უნდა დასტაბილურდეს, თორემ 25 წელია თაობათა ცვლა გრძელდება.

საინტერესოა სტატისტიკაც: შოტლანდიელებს 87 შეტევა ჰქონდათ, ჩვენ კი მხოლოდ – 28. საკუთრ მოედანზე როცა თამაშობ, ეს ცოტაა. ამ დროს სატურნირო მოტივაცია არცერთ გუნდს არ ჰქონდა და უფრო თავისუფლად უნდა შეგვეტია. შოტლანდიელებმა 21 სახიფათო შეტევა განახორციელეს, ჩვენ – 12. საქართელოს ნაკრები ინდივიდებზეა დამოკიდებული და კარგია, რომ კვარაცხელიამ კარად ითამაშა და ორი გოლი გაიტანა“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევმა.