საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი – მეოთხედფინალში ყველაფერი „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ მეტყველებს #1TVSPORT

15:41, 14.03.2025

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვლადიმერ გუცაევმა ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ მეოთხედფინალში გასვლაზე ისაუბრა.

თბილისის „დინამოს“ ლეგენდის აზრით, ფრანგებმა „ლივერპული“ დამსახურებულად დაამარცხეს.

„კარგია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სხვათა შორის, დამსახურებულად. ფრანგებმა ორივე შეხვედრა ძალიან კარგად ითამაშეს – განსაკუთრებით პარიზში. საპასუხო შეხვედრაში რაც მოხდა, ალბათ,კანოზომიერია. მართალია, გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, მაგრამ ფრეზე სხვა გამოსავალი ჯერ ფეხბურთში არ მოუგონიათ.

მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ „ასტონ ვილა“ შეხვდება, რომელიც, რა თქმა უნდა, კარგი გუნდია, მაგრამ გრანდი არ არის და ვფიქრობ, ნახევარფინალში ფრანგები გავლენ.

რომ შევადაროთ ფეხბურთელების დონე და ჩემპიონატში გუნდების მდგომარეობა, ყველაფერი პსჟ-ის სასარგებლოდ მეტყველებს. ფრანგული კლუბი რაც უფრო მეტ ეტაპს გადალახავს, ჩვენთვის უფრო საინტერესო იქნება, რადგან იქ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს“.

მსგავსი