საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ჩემთვის ესტონელებთან „დინამოს“ წაგება ტრაგედია იყო #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ჩემთვის ესტონელებთან „დინამოს“ წაგება ტრაგედია იყო #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანამწამყვამა, ვლადიმერ გუცაევმა ევროტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების თამაშები შეაჯამა და შედეგებით იმედგაცრუება არ დამალა.

„რა თქმა უნდა, ველოდებოდით ქართული გუნდების გამოსვლას. მაინც და მაინც გახარებულები არ ვართ. მოლოდინი ოპტიმისტური იყო, გვინდოდა კარგად, მაგრამ ისევ ძველებურად გამოგვივიდა.

– ვუყურეთ („დინამოს“) თამაშს და ლიდერი ვერ დავინახეთ. რამდენი ლიდერი წავიდა – ჩაკვეტაძე კიტეიშვილი, კვარაცხელია, აზაროვი, ნინუა და ისეთი ლეგიონერები მოიყვანეს, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ. ვერაფერს აკეთებენ, იქნებ მიზეზი ესეცაა, რომ ლიდერი უნდა მოიძებნოს. ძალიან ძნელია, ამ როლში „დინამოს აკადემიიდან“ 17-18 წლის ბიჭი მოიყვანო.

– დღეს გვსურდა, რომ ჩვენი სტუმრები „დინამოს“ მწვრთნელი და რომელიმე წამყვანი მოთამაშე ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც არ მოვიდნენ… არადა, ხალხს აინტერესებს, რა და რატომ ხდება. წააგეს, მაგრამ რა მოხდა მერე, გავიგოთ, რა მიზეზებია, ხომ არ გახრჩობთ?

– ფეხბურთი ყოველდღე იზრდება და ვითარდება. როგორ შეიძლება მწვრთნელი ტელევიზორიდან ეცნობოდეს გვარდიოლას და კლოპის ფეხბურთს და ანალიზს ასე აკეთებდეს, როდესაც მასთან საუბრის საშუალება არ აქვს? მიკვირს, რატომ არ შეიძლება ხალხი სტაჟირებაზე გავუშვათ – სომხეთსა და აზერბაიჯანში კი არა, უნდა წავიდნენ იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ინგლისში და იქ უნდა ისწავლონ.

– ჩემთვის „დინამოს“ წაგება ესტონელებთან იყო ტრაგედია – ველოდი, რომ მინიმალური ანგარიშით მაინც მოვიგებდით, ამ დროს ასეთი ტკივილი განვიცადეთ. ზოგიერთ პრეზიდენტსა და მწვრთნელს კრიტიკა კატასტროფა ჰგონია, მაგრამ კრიტიკისა და თვითკრიტიკის გარეშე წარმოუდგენელია, საქმე კარგად გააკეთო“.