საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ალექსანდრე ჩივაძე ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კაპიტანი იყო #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ალექსანდრე ჩივაძე ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კაპიტანი იყო #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტანს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.

„უფლება არ მაქვს, რომ ორიოდე სიტყვა არ ვთქვა ფეხბურთელზე, რომელსაც 8 აპრილს დაბადების დღე ჰქონდა და 70 წლის გახდა. ეს არის ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ალექსანდრე ჩივაძე.

ის თბილისის „დინამოს“ კაპიტანი იყო მაშინ, როდესაც ჩვენი გუნდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. შესაბამისად, საშა ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კაპიტანი იყო. ამიტომ „საფეხბურთო ტაიმაუტის“ და პირადად ჩემი სახელით, მინდა, დაბადების დღე მივულოცო“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.