საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - 21 მარტს ყველა დიდი იმედით ველოდებით #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - 21 მარტს ყველა დიდი იმედით ველოდებით #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ღმერთმა მოგვცა მეორე შესაძლებლობა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. რა თქმა უნდა, 21 მარტს დიდი იმედით ველოდებით.

ერთი სერიოზული დანაკლისი გვაქვს – კვარაცხელია, რომელიც გუნდის ლიდერია. მისი იმედი გვაქვს ყველას – გულშემატკივრებს, სპეციალისტებს და თავად ფეხბურთელებსაც, მაგრამ ლუქსემბურგსაც რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დააკლდება.

რომ გადავხედოთ ბოლო შესარჩევ ციკლში მეტოქის გამოსვლას, მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებმა დაჩაგრა, დანარჩენებთან კი იბრძოლეს და 17 ქულა აიღეს. ამიტომ, ეს კარგი გუნდია, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს მეტი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.