საფეხბურთო ტაიმაუტი | ვიტალი დარასელია უმცროსი - არის ნაკრების თამაშები, არ არის ბრძოლა და ძლიერი მწვრთნელიც არ გვყავს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვიტალი დარასელია უმცროსი - არის ნაკრების თამაშები, არ არის ბრძოლა და ძლიერი მწვრთნელიც არ გვყავს #1TVSPORT

ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვიტალი დარასელია უმცროსმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის პრობლემებზე ილაპარაკა:

„ნაკრების წევრებსაც მინდა მოვუწოდო, ცოტა მეტი მონდომებაა საჭირო. ხანდახან შესაძლოა, თამაში არ გამოგივიდეს, ფეხბურთია, ასეც ხდება, მაგრამ ხალხს უნდა აჩვენო, რომ იბრძვი. ხანდახან ისეთ თამაშებსაც ვუყურებ, სადაც საერთოდ არაა ბრძოლა. ასე არ შეიძლება!

– ჩემი აზრით, ეს ის საკითხია, რომელიც მწვრთნელის მისახედია და ნელ-ნელა უნდა დაალაგოს. ყველაფერს დრო სჭირდება და ჩემი აზრით, ყველაფერი დალაგდება. თუ არ გყავს კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები, კარგი გუნდი არ იქნება. ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ დღეს არც ძალიან მაგარი მწვრთნელი არ გვყავს – სანიოლი ჩვეულებრივი დონის მწვრთნელია.

– გუნდს მაინც მწვრთნელი აყენებს. შუშაკი რომ ჩამოვიდა, რა გვაკლდა ქართველებს? დისციპლინა. ისე მოგვექცა, ისე გველაპარაკა, ყველასთან კავშირი ჰქონდა და „დინამო“ ოჯახივით იყო. სანამ ნაკრები ოჯახივით არ იქნება, ის შედეგი არ იქნება, რასაც ველოდებით“.