საფეხბურთო ტაიმაუტი | ვალდიმერ გუცაევი - მე ჩაკვეტაძის იმედი მაინც მაქვს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვალდიმერ გუცაევი - მე ჩაკვეტაძის იმედი მაინც მაქვს #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ნორვეგიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში შეაფასა.

„ჩემი აზრით, ნორვეგიასთან  თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებმა ერთი ქულა უფრო მოიპოვა, ვიდრე ორი დაკარგა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო. ნორვეგიელებმა საკმაოდ კარგი მომენტები შექმნეს, რომლებიც ვერ გამოიყენეს. თუმცა, მეორე ტაიმის 15 წუთი ჩვენმა გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. სანიოლმა გუნდი შესვენებაზე შეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების ცვლილებები გოლამდე განხორციელდა.

ისე, ხომ არ ჯობდა თავიდანვე 4-4-2 ან 4-3-3 სისტემით თამაში და იმავე ლობჟანიძის თავიდანვე დაყენება? საბა ძალიან კარგ ფორმაში იყო, ყველა შეხვედრა კარგად ჩაატარა და რომ გამოვიდა, მარჯვენა ფლანგი აქტიური და აგრესიული გახდა.

ჩაკვეტაძის იმედი მაინც მაქვს – არა მარტო მე, არამედ მთელ საქართველოს. მჯერა, რომ ძველ ფორმას დაუბრუნდება. გიორგიმ, ფაქტობრივად, 2018 წელს მარტომ მოიგო ერთა ლიგა. მთელ საქართველოს მისი ისეთი იმედი გვქონდა, როგორც ახლა ხვიჩა კვაარცხელიასი. სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, რომ ჩვენს ნაკრებს ყოველთვის გადამეტებულ მოლოდინს ვუკავშირებთ. ალბათ სხვაგვარად არ შეგვიძლია, რადგან ყველას გვინდა, რომ ჩვენი ნაკრები ისევ მსოფლიოს და ევროპის რუკაზე იყოს“, – განაცხადა  ვლადიმერ გუცაევმა.