საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია – გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ევრო 2024 ძალიან სერიოზულ დონეზე ჩაატარეს, მაგრამ ახალ გუნდებში არ თამაშობენ #1TVSPORT

19:30, 28.02.2026

თემურ ქეცბაიამ პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ერთა ლიგის ახალი გათამაშების ჯგუფზე ისაუბრა. „ჯვაროსნების“ ყოფილმა მწვრთნელმა და მოთამაშემ მეტოქეები (უნგრეთი, უკრაინა, ჩრდილოეთ ირლანდია) და საქართველოს ნაკრებში არსებული ვითარება შეაფასა.

„ვფიქრობ, უფრო იოლ ჯგუფშიც შეიძლებოდა მოვხედრილიყავით. უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია ჩვენი გუნდისთვის იოლი მეტოქეები არ იქნებიან. მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა, რათა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვიხილოთ.

ეს ადვილი არ იქნება, რადგან უნგრეთი და უკრაინა ძლიერი ნაკრებებია. პირადად მე ჯგუფის ფავორიტად უნგრეთი მიმაჩნია, რომელიც, ბოლო ექვსი წელია, სერიოზულად გაძლიერდა. ორივე გუნდი დაკომპლექტებულია ფეხბურთელებით, რომლებიც ევროპის ძლიერ გუნდებში თამაშობენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ კი გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ევრო 2024 ძალიან სერიოზულ დონეზე ჩაატარეს, მაგრამ ახალ გუნდებში არ თამაშობენ, მაგალითად, მამარდაშვილი და ქოჩორაშვილი. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ორივეს თამაშის საშუალება მიეცემა, რადგან ეს სანაკრებო მატჩებისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ქეცბაიამ.

მსგავსი