საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ღაღანიძე - ნოდარ ახალკაცი თბილისის „დინამოს“ ყველაზე დიდხანს წვრთნიდა და ამან შედეგები მოიტანა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ღაღანიძე - ნოდარ ახალკაცი თბილისის „დინამოს“ ყველაზე დიდხანს წვრთნიდა და ამან შედეგები მოიტანა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის ყოფილმა წევრმა, თემურ ღაღანიძემ ის მოთამაშეები გაიხსენა, რომლებიც გერმან ზონინმა თბილისის „დინამოში“ მუშაობის დროს დააწინაურა.

ზონინის და შემდეგ პერიოდში „დინამოში“ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა დაწინაურდა – გელა კეტაშვილი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა; სოსო ჭედია, რომელიც საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა და ეს უბრალო ამბავი არ იყო;

ძალიან კარგი იყო მალხაზ არზიანი; გია გურული, ზაზა რევიშვილი, მამუკა ფანცუალია, თემურ ქეცბაია, გია ნემსაძე… ცალკე მინდა აღვნიშნო ახრიკ ცვეიბა. „დინამოში“ დიდხანს არ უთამაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საშა ჩივაძის გვერდით თამაშმა ძალიან გაზარდა და შესანიშნავი კარიერა აიწყო. ერთი ხანობა კიევის „დინამოს“ კაპიტანი იყო. რაც მთავარია, შესანიშნავი ადამიანია.

რაც შეეხება ნოდარ ახალკაცს – თბილისის „დინამოს“ 6 წელი წვრთნიდა – 1976-დან 1982 წლის ჩათვლით. ისტორიას რომ გადავხედოთ, ამდენი ხანი გუნდს არავინ წვრთნიდა. ამან მოიტანა შედეგებიც, რომელიც ყველასათვის არის ცნობილი“, – ამბობს თემურ ღაღანიძე.