საფეხბურთო ტაიმაუტი | შოთა არველაძე - უნდა ვილოცოთ, რომ მსგავსი კატასტროფა არ მოხდეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | შოთა არველაძე - უნდა ვილოცოთ, რომ მსგავსი კატასტროფა არ მოხდეს #1TVSPORT

შოთა არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თურქ ხალხს მივუსამძიმრო. თუ კატასტროფა და წარღვნა არსებობს, ეს დაემართათ. სხვათა შორის, მაშინვე დავურეკე საბა ლობჟანიძეს და ჯერ იმაზე გავგიჟდი, მისი ხმა რომ გავიგე – მერე ისეთები მითხრა, რაც რთულად შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინო. შემდეგ მიწისძვრის კადრები ვნახე. გარდაცვლილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება და ამის ირგვლივ ვცხოვრობთ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რამხელა ბედნიერებაა, როდესაც კარგად და ჯანმრთელად ხარ და ასეთი საშინელება არ ხდება.

ვიცი, რომ საქართველოდან მაშველები ჩამოვიდნენ, ჩვენი საელჩო და ელჩი გიორგი ჯანჯღავა პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, ძალიან დიდი დახმარება წამოვიდა, ფულადიც, სხვა სახისაც. სხვათა შორის, პირად საუბრებში ყველა მეუბნება, რომ ქართველებმა, რომლებიც აქ მომვლელებად თუ მებაღეებად მუშაობენ, ადგილი არ მიატოვეს. ასეთი საქციელი ძალიან დასაფასებელია. უნდა ვილოცოთ, რომ ასეთი კატასტროფა, რომლის წინაშეც ადამიანები უძლურები ვართ, არ მოხდეს“, – ამბობს შოთა არველაძე.