„საფეხბურთო ტაიმაუტი“ | შოთა არველაძე - არ ვიცი, ბომბარდირებში ვინ გადამასწრებს, მაგრამ მთელი ქვეყნის მოტივაციაა, რომ ახალი რეკორდსმენები გვყავდეს #1TVSPORT
„საფეხბურთო ტაიმაუტი“ | შოთა არველაძე - არ ვიცი, ბომბარდირებში ვინ გადამასწრებს, მაგრამ მთელი ქვეყნის მოტივაციაა, რომ ახალი რეკორდსმენები გვყავდეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ნაკრებსა და გუნდის ბომბარდირებზე ისაუბრა.

„სომხეთთან შეხვედრებმა აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ყველა მატჩს და მოწინააღმდეგეს სერიოზულად ეკიდება და არავის ერიდება. ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია აქვთ, რადგან ყველას უნდა, ამ წარმატების ნაწილი იყოს.

სომხეთთან იოლად მოგებული თამაში კარგია, მაგრამ საინტერესოა, რას ვიზათ, როდესაც ნორვეგიის, დანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, უკრაინისა და მათი დონის გუნდებს შევხდებით. სანამ ესპანელების და ფრანგების დონეზე ავალთ, ჯერ ამ ნაკრებებთან უნდა ვიგრძნოთ თავი, როგორც „სახლში“.

არ ვიცი, ვინ გადამასწრებს ბომბარდირებში, მიქაუტაძე (20 გოლი) თუ კვარაცხელია (18), გოლის გატანა ორივეს ძალიან კარგად გამოსდის. მათთვის ჩემი გადასწრება კარგი მოტივაციაა. რამდენი წელი უნდა იყოს ეს რეკორდი?  მთელი ქვეყნის მოტივაციაც ესაა, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილიოს და ახალი რეკორდსმენები გვყავდეს.