საფეხბურთო ტაიმაუტი | საბა ლობჟანიძე - თამაშით უნდა დავამტკიცოთ, რომ პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | საბა ლობჟანიძე - თამაშით უნდა დავამტკიცოთ, რომ პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საბა ლობჟანიძემ ბულგარეთთან მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა.

„ბულგარეთის ნაკრები ჩვენთვის მართლაც უხერხული მეტოქეა ჩვენი ბოლო თამაშიდან გამომდინარე. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, მით უფრო, წინა მატჩის შემდეგ. ვემზადებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ბულგარეთთან მატჩში რაღაც შეიცვლება, რაც ბუნებრივია. ყველა გუნდს ინდივიდუალური სქემით უნდა ეთამაშო და ჩვენც ტაქტიკას შესაბამისად შევიცვლით.

დარწმუნებული ვარ, პირველი ადგილი უნდათ ბულგარეთსაც და ჩრდილო მაკედონიასაც, ცხადია, ჩვენც, მაგრამ ეს ამბიცია ხალხს სტადიონზე, ჩვენი თამაშით უნდა დავუმტკიცოთ, რომ პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია“, – განაცხადა საბა ლობჟანიძემ.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის მეორე ტურშ რაზგრადში ბულგარეთს შეხვდება და დღეს „ლუდოგორეც არებაზემატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.