საფეხბურთო ტაიმაუტი | ქეცბაია „ანორთოსისისთვის“ ქართველ მოთამაშეს ეძებს - კიდევ ერთი წელი დავრჩები, თუ ამ დღეებში რამე არ შეიცვალა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ქეცბაია „ანორთოსისისთვის“ ქართველ მოთამაშეს ეძებს - კიდევ ერთი წელი დავრჩები, თუ ამ დღეებში რამე არ შეიცვალა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა – გუნდში საკუთარ მომავალზე, ფამაგუსტელთა წარუმატებლობის მიზეზებზე და არ დამალა, რომ ქართველ ფეხბურთელს ეძებს.

„რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო, რომ გუნდი ევროტურნირზე ვერ გავიდა, მაგრამ ბოლო სამი წელი ძალიან კარგად ჩაატარა ჩემპიონატშიც, კონფერენს ლიგაზე, სადაც ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ ჯგუფიდან (პლეი ოფში) გავსულიყავით. არ არის ადვილი კვიპროსული გუნდისთვის, რომ ჩემპიონატთან ერთად ევროტურნირებზეც ითამაშოს. ჩემპიონი „ომონია“ ფინალურ ექვსეულშიც ვერ მოხვდა.

– ერთი მხრივ ცუდია, რომ ევროტურნირზე ვერ მოხვდით, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია, რადგან ახალი გუნდის შესაქმნელად და ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად დრო გვაქვს. ევროპაზე რომ გავსულიყავით, ორ კვირაში თამაში მოგვიწევდა. ახლა მოსამზადებლად თვენახევარი გვაქვს, რაც დიდი დროა. გვაქვს საშუალება, კორონავირუსის და ბოლო პერიოდის სხვა პრობლემების შემდეგ ფეხბურთელებიც დავასვენოთ და ჩვენც დავისვენოთ.

– ქართველი ფეხბურთელი? თუ საინტერესო მოთამაშე გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით წავიყვან. მე გუნდში ქართველები სულ მყავდა და ჩვენთან სულ უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ. სეზონის დაწყებამდე სამმა უკეთესი შემოთავაზება მიიღო და „აპოელშო“ წავიდნენ. ახლაც ვეძებ და მინდა ისეთი ქართველი წავიყვანო, რომელიც ჩვენს გუნდსაც გამოადგება და ნაკრებსაც.

„ანორთოსისთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაქვს და რაც არ უნდა მოხდეს, იქ ვარ – თუ რამე არ შეიცვალა ამ დღეებში“.