საფეხბურთო ტაიმაუტი | ნიაზ დიასამიძე - საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ის დავინახე, რის გამოც მიყვარს ფეხბურთი #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ნიაზ დიასამიძე - საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ის დავინახე, რის გამოც მიყვარს ფეხბურთი #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ცნობილმა მუსიკოსმა, ნიაზ დიასამიძემ ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

„ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარს. 13 მაისის თბილისის „დინამოც“ კარგად მახსოვს, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი გუნდია და ამაზე არც ვკამათობ. ხუთი წლიდან ყველა თამაშზე დავდიოდი.

ევრო 2023-ს თვალს ვადევნებდი და ვისიამოვნე. საქართველოს ნაკრების სამნაირი თამაში ვნახე – პორტუგალიასთან „მშრალად“ მოგებული შეხვედრა, ბელგიასთან 0:2-დან შემოტრიალებული მატჩი და ისრაელთან პენალტებით წაგებული თამაში.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშებში ყველაფერი ვნახე, რაც გიხარია და რაც გაყვარებს ფეხბურთს. ამ მატჩებს ისე ვუყურებდი, როგორც ეროვნული ნაკრების თამაშებს“, – განაცხადა ნიაზ დიასამიძემ.