საფეხბურთო ტაიმაუტი | ლორია თუ მამარდაშვილი - ვეტერანებმა ნაკრების პირველ მეკარეზე ისაუბრეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლორია თუ მამარდაშვილი - ვეტერანებმა ნაკრების პირველ მეკარეზე ისაუბრეს #1TVSPORT

ვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებში? ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანმა და სტუმრებმა ისაუბრეს.

ვლადიმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანი: „ორი კარგი მეკარე გაიზარდა. ჩემი აზრით, მამარდაშვილი ცოდოა, რომ რეზერვშია. ჩახვიდე და „ვალენსიაში“ ასე ითამაშო, მგონია, რომ ფეხბურთის ისტორიას ბევრი ასეთი შემთხვევა არ ახსოვს. სხვათა შორის, საჭოთა კავშირიდან დასაევი წავიდა, ვერ ითამაშა და უკან დაბრუნდა. ამ დროს, ლორიაც ძალიან კარგად თამაშობს, გამოცდილია და ოთხი მატჩია გოლი არ გაუშვია. მას პრეტენზიას ვერ წავუყენებთ. საერთოდ, მეკარეების კარგი პლეადა წამოვიდა და ეტყობა, კლუბები კარგად მუშაობენ“.

გიორგი ლომაია, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე: „ჩანს, რომ პირველ ნომრად ლორია და მამარდაშვილი განიხილებიან. მამარდაშვილს და მის ოჯახს, ფაქტობრივად, ბავშვობიდან ვიცნობ, ვიცი, როგორი ბიჭიც არის და როგორი შრომისმოყვარე და პროფესიონალია. მის მომავალში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ლორიასაც ნუ დავივიწყებთ, გამოცდილია და წლებია, ნაკრებში კარგად თამაშობს. მწვრთნელის გადასაწყვეტია, გამოცდილებას ენდობა თუ პერსპექტივას. თუმცა, უკვე პერსპექტივაც რეალობაა – 21 წლის ბიჭი „ვალენსიას“ ძირითადში რომ თამაშობს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ლორია კი კლუბშიც და ნაკრებშიც უმაღლეს დონეზეა გამოდის. მათ გარდა კიდევ სამი მეკარე გვყავს – კუპატაძე, გუგეშაშვილი, მაკარიძე, ახალგაზრდებიც მოდიან“.

ლაშა სალუქვაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი: „ლორია მამარდაშვილს საბაბს არ აძლევს. როდესაც „ვალენსიას“ მეკარე ჩამოდის ნაკრებში და ადგილი გარანტირებული არ აქვს, ეს ჩვენი გუნდისთვის არის კარგი“.

დატოვე კომენტარი