საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან სეთურიძე - ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ტრანსფერები გაამარტივა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან სეთურიძე - ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ტრანსფერები გაამარტივა #1TVSPORT

საფეხბურთო მენეჯერმა, ლევან სეთურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ უკვე განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ისაუბრა.

„ჩემს ფეხბურთელებზე ვისაუბრებ. მამარდაშვილის გარდა, მომავალ წელს ინგლისის პრემეირლიგაში კიდევ ერთი ფეხბურთელი გვეყოლება – ვახტანგ სალია, რომელიც „ნიუკასლმა“ ერთი წლის წინ შეიძინა. სალია 18 წლის 30 აგვისტოს ხდება და მანამდე გვეცოდინება, „ნიუკასლში“ დარჩება თუ იჯარით გაუშვებენ.

რაც შემიძლია ვთქვა, ვმუშაობ ლატვიური რფს-ის შემტევი ნახევარმცველის, ლაშა ოდიშარიას ტრანსფერზე და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, მან კლუბი გამოიცვალოს. წინასწარ არ მსურს ბევრ რამეზე ლაპარაკი, მაგრამ წამყვანი ევროპული კლუბებიდან დაინტერესება არის.

რაც შეეხება „იბერიის“ მცველის, ნიკოლოზ ბოჭორიშვილის შესაძლო ტრანსფერს – შემიძლია, დავადასტურო, რომ მედიაში დასახელებული გუნდები დაინტრესებულნი არიან, მაგრამ სხვა კლუბებსაც ვესაუბრებით.

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ტრანსფერები შედარებით გაამარტივა. ქართელ ფეხბურთელებს ევროპული კლუბები აკვირდებიან და თუ აქამდე ერთი შეთავაზება იყო, ახლა უკვე ასარჩევადაა საქმე. ეს კი მენეჯერებითვის დიდი ფუფუნებაა“, – განაცხადა ლევან სეთურიძემ.