საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან კორღალიძე - მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება, მაგრამ საქართველოს ნაკრების მჯერა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან კორღალიძე - მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება, მაგრამ საქართველოს ნაკრების მჯერა #1TVSPORT

ლევან კორღალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონსა და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გამოსვლაზე ისაუბრა. „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა პოზიცია ტურნირის ახალ ფორმატზეც დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსები შეაფასა.

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი არ მომწონს, ეს ჩემი სუბიექტური შეხედულებაა. ხვიჩა კვარაცხელია რომ არ თამაშობდეს, ისეთი საინტერესო არც იქნებოდა და ამის გამო, ძირითადად, „პარი სენ-ჟერმენის“ თამაშებს ვუყურებ. ამის მიზეზი საქართველოს ჩემპიონატის გადატვირთული კალენდარიცაა და ძნელია, ორივეს ერთად თვალი კარგად ადევნო.

ბუნებრივია, პსჟ-ისა და „ასტონ ვილას“ თამაშს ვუყურე და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს. ხვიჩამ ისეთი სიხარული გვაჩუქა, მიხარია მისი წარმატება და კიდევ უფრო დიდი წინსვლას ვუსურვებ. მჯერა, რომ ფრანგები „ასტონ ვილას“ ბარიერს გადალახავენ. ძალიან მინდა, ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.

საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება, მაგრამ მჯერა ჩვენი ეროვნული გუნდის და მისი შემადგენლობის. როდესაც რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა და იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებიც გაგვახარებს“.