საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ჩხეტიანი - ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთად დიდი ძალაა, ქოჩორაშვილმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ჩხეტიანი - ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთად დიდი ძალაა, ქოჩორაშვილმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, კახა ჩხეტიანმა საქართველოს ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ისაუბრა – ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ორივე ერთად „ჯვაროსნებისთვის“ დიდი ძალაა.

„ხვიჩა კვარაცხელია ისეთი ფეხბურთელია, მაღალ დონეზე თამაში ყველგან შეუძლია. კვიპროსთან მეორე ტაიმში უპირატესობა სწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, ეს კვარაცხელიამ და ჩაკვეტაძემ გააკეთეს. ვფიქრობ, ორივე ერთად ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა.

ჩაკვეტაძეს გარკვეული პერიოდი გაუცდა. შესაძლოა, ცოტა მისი ბრალიც იყო, ცოტაც – ტრავმების და ამიტომ, უპირველესად, ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელებიც ხედავენ, რამდენად საჭიროა ნაკრებში კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის ერთად თამაში. ახლა მთავარია, გიორგის კლუბში რამდენად მიეცემა თამაშის საშუალება. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, დარწმუნებული ვარ, მას ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია მაღალ დონეზე ითამაშოს.

ოქტომბრის მატჩები საკმაოდ სტაბილურად ჩაატარა გიორგი ქოჩორაშვილმა. ის თამაშობს პოზიციაზე, რომელიც მცველებსა და თავდამსხმელებს უნდა აკავშირებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ბურთის ართმევაშიც კარგი იყოს და შეტევის ორგანიზებაშიც. ვფიქრობ, ტაილანდთან და კვიპროსთან გიორგი ძალიან კარგად გამოჩნდა და ვისურვებდი, ასევე გააგრძელოს“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.