საფეხბურთო ტაიმაუტი | ილია კოკაია - ისლანდიაში სულ ბუნებრივი მოედნებია და კითხვა დამებადა, საქართველოში იგივეს რატომ ვერ ვაკეთებთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ილია კოკაია - ისლანდიაში სულ ბუნებრივი მოედნებია და კითხვა დამებადა, საქართველოში იგივეს რატომ ვერ ვაკეთებთ #1TVSPORT

ილია კოკაიამ ხანგრძლივი დუმილი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ დაარღვია – „ზესტაფონის“ პრეზიდენტმა ქართული ფეხბურთის პრობლემებს ილაპარაკა.

„ფეხბურთის თემის განსახილველად სამთავრობო კომისიაში შემიყვანეს. პირველივე სხდომაზე მივხვდი, არაფერი გამოვიდოდა, რადგან ბევრს სურდა საკუთარი ინტერესების გატარება. კონკრეტული კლუბი რომ შესულიყო უმაღლეს ლიგაში და მიეღო დაფინანსება. სახელმწიფო ფულის ასეთი ფანტვა შეუძლებელი იყო.

ეს ფული მოედნებზე, ბავშვებში, ინფრასტრუქტურაზე უნდა დაგვეხარჯა. ახლა კლუბებში პრეზიდენტები მოლარეები გახდნენ, ფულის და ინვესტორების მოზიდვაზე არავინ ზრუნავდა. ჩემს დროს 25 მილიონი დოლარი იდებოდა, პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი დავითვალე და 800 ათას დოლარამდე შემცირდა. ქართული ფეხბურთი ამას არ იმსახურებს. ის ხალხს უყვარს და ბოდიში სხვებთან – ამხელა სიყვარულს ვერც რაგბი და ვერც კალათბურთი ვერ იმსახურებს.

დღევანდელი პლასტმასის მოედნები, რითიც ფედერაცია ამაყობს, ბავშვების დაღუპვის გზაა. ისლანდიაში ვიყავი, ბუნებრივი მოედნებია და კითხვა დამებადა, აქ რატომ ვერ აკეთებენ ბუნებრივ მოედნებს? ბავშვები ბუნებრივ საფარზე უნდა გაიზარდონ. ექიმები ამბობენ, ხელოვნური საფარი დამღუპველიაო. მერე რომ მიდიან უცხოეთში, ამ საფარზე ვარჯიშის შემდეგ მათი კუნთები ევროპულ დატვირთვას ვერ უძლებენ. გაიხსენეთ ანანიძე, მჭედლიძე, ახლა ჩაკვეტაძე. მიზეზი ხომ ესაა? კი, ლამაზია, მაგრამ არ შეიძლება.

ჯიბრში არავის ვუდგები, ჩემი მოთხოვნა რომ ვერ გავიტანე, გადავწყვიტე, თავად გამეკეთებინა. იქ კვარაცხელიამ თავის ძმა მოიყვანა, რადგან იცის ბუნებრივი საფარის ფასი. მოდით, ამ ფულით გავაკეთოთ იმდენი ბუნებრივი საფარი, რამდენიც შეგვიძლია.“