საფეხბურთო ტაიმაუტი I ოთარ მამაგეიშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „საბურთალომ“ ლიდერებს გადაასწროს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I ოთარ მამაგეიშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „საბურთალომ“ ლიდერებს გადაასწროს #1TVSPORT

„საბურთალოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ოთარ მამაგეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თავისი გუნდის მიზნებსა და ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„უკანასკნელ ტურებში წარმატებით ვთამაშობთ, გუნდის მიზანი კი პირველობაა. ლიდერებთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „საბურთალომ“ მათ გადაასწროს.

საქართველოს ჩემპიონატს ნაკრების ხელმძღვანელები აკვირდებიან და ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელებს ხშირად უხმობენ. რა თქმა უნდა, თავს კარგად თუ წარმოაჩენ, ნაკრებში თამაშის ამბიციაც გაგიჩნდება. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჩემპიონატი განვითარდეს და ფეხბურთელს პერსპექტივაც გაუჩნდეს.

ბევრი პრობლემაა, მათ შორის უხარისხო მოედნები, რაც ფეხბურთელებს შესრულებაში ხელს გვიშლის. თუმცა, მოთამაშის ზრდაში მთავარი მაინც მონდომებაა და ჩვენ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ.

რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრების ევრო 2023-ზე გამოსვლას, პირველი ტურის მატჩი შოტლანდიასთან ეროვნული ნაკრების თამაშს ემთხვევა და ბელგიასთან ახალგაზრდულს ფიზიკურად ვერავინ დაეხმარება. კარგია, ძლიერი ფეხბურთელები რომ გვყავს და ეროვნული გუნდის წევრების დამატება მხოლოდ კარგს მოგვიტანს“, – განაცხადა ოთარ მამაგეიშვილმა.