საფეხბურთო ტაიმაუტი I კახა ცხადაძე - კვარაცხელია მსოფლიო დონის ვარსკვლავია და რამდენიმე თამაშში თუ ვერ გაიტანა, ეს არაფერს ნიშნავს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I კახა ცხადაძე - კვარაცხელია მსოფლიო დონის ვარსკვლავია და რამდენიმე თამაშში თუ ვერ გაიტანა, ეს არაფერს ნიშნავს #1TVSPORT

12 თამაშია, საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „ჯვაროსნების“ ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ისაუბრა.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ნაპოლი“ ჩემპიონი არ იყო და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, ვთქვი, რომ ორ ფრონტზე ბრძოლა წარმოუდგენელი იყო. თანაც, ჩემპიონთა ლიგა ხომ იცით, რა დონის ტურნირია. ფეხბურთელები, ვის ხარჯზეც იგებდნენ, დაიღალნენ. ვივარაუდე, რომ, მაქსიმუმ, ლიგის ნახევარფინალამდე გავიდოდნენ და სკუდეტოს მოიგებდნენ.

ხვიჩა 22 წლისაა და ასეთი დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა იოლი არაა. ფაქტი ერთია, ეს ადამიანი არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი. რამდენიმე თამაშში თუ ვერ გაიტანა, ეს არაფერს ნიშნავს. ჩავარდნები მესის, ბენზემასა და ვინისიუსსაც აქვთ. შეგიძლიათ დამისახელოთ ფეხბურთელი, რომელმაც ხვიჩას დონეზე ითამაშა?“ – განაცხადა კახა ცხადაძემ.