საფეხბურთო ტაიმაუტი I გოგა გახოკიძე - ევროპაში ქართველ მოთამაშეებს ფასი დაედოთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I გოგა გახოკიძე - ევროპაში ქართველ მოთამაშეებს ფასი დაედოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, გოგა გახოკიძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატებამ ევროპაში ქართველი მოთამაშეებისადმი ინტერესი საგრძნობლად გაზარდა.

„ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც მამარადაშვილმა და კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთისთვის გააკეთეს. სხვანაირად გვიყურებენ, ჩვენს ფეხბურთელებს სხვაგვარი ფასი დაედოთ. ადრე ფიქრობდნენ, რადგან მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს, შესაძლოა, საინტერესო არ იყოს.

მაგრამ კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ წავიდა და რამდენს მიაღწია. იმავე მამარდაშვილის წარმატება ავიღოთ, ძალიან მაგარი მეკარე გახდა და დღეს უკეთეს გუნდს იმსახურებს. დავითაშვილიც წელს კარგად გამოიყურება.

მიქაუტაძე შესანიშნავ სეზონს ატარებს და საუკეთესო მოთამაშე გახდა, ამ ჯილდოს კი ადვილად არავინ მოგცემს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის. რაც უფრო მეტი მოთამაშე გავა უცხოეთში და სათანადოდ ითამაშებს, ეროვნულ გუნდშიც დიდი კონკურენცია თუ იქნება, ეს ნაკრებისთვის ძალიან კარგი იქნება.

იმედია, ევროპაში უფრო და უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი წავა, უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება და ის ოცნება ახდება, რაც ჩვენ ძალიან გვინდა – მივაღწიოთ სასურველ შედეგს. სანიოლის რისკიანი ტაქტიკა და შემტევი ფეხბურთიც მოწონს, არცერთ გუნდთან დაცვიდან არ თამაშობს. თანაც, ძლიერი შეტევა გვყავს“, – ამბობს გოგა გახოკიძე.